სურსათის ეროვნული სააგენტო, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების გეგმავს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების სამოქმედო გეგმის გაცნობის მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის გურია-აჭარის ჯგუფის უფროსი ირაკლი გოთუა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს მავნებლის საპრევენციო ღონისძიებების გეგმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს რამდენიმე ეტაპად განახორციელებს.
პირველ ეტაპზე იგეგმება მონიტორინგი და საკარმიდამო ტერიტორიების დათვალიერება, რის შემდეგაც უკვე სპეციალისტები მავნებლის მოსაზიდი ხაფანგების, „მოიზიდე და გაანადგურე“-ს სადგურების განთავსებას დაიწყებენ. ტემპერატურის მატებასთან ერთად კი, პირველ ეტაპზე ცივი შესხურებით წერტილოვანი წამლობები განხორციელდება. შემდეგი მიმართულებები კი, ცივი შესხურებით წამლობა და თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავება იქნება.
