IMG.GE IMG.GE

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციის მიერ გერმანიის ელჩის წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარს ეხმაურება:

“ხალხო, რას აკეთებთ?! 

გერმანიის ელჩის ლანძღვით გერმანიას რომ ლანძღავთ, ამდენს ვერ ხვდებით?!

ყოფილმა სახელმწიფო მოხელეებმა ის მაინც არ იცით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გერმანიამ რა დახმარება გაუწია საქართველოს?!

გერმანიის თანხმობის გარეშე ევროკავშირში და ნატოში როგორ შევალთ?!

იქნებ, ძალიან კარგად გესმით გერმანიის მნიშვნელობა და ამიტომაც ამოიგდეთ ბეჭი გერმანელ დიპლომატზე თავდასხმით?!

პოლიტიკოსებს მივმართავ, თორემ უბრალო სექტანტების აზრი არავის აინტერესებს!” – წერს მძინარაშვილი

კომენტარის დატოვება
IMG.GE