Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არავინ ეკითხება არახამიას, საქართველო ვისთან აღადგენს ფრენებს, როდის და რატომ – დავით მაღრაძე

მარშალ პრესი 18/03/2024
david magradze

მორალზე შეიძლება ისაუბროს ექვთიმე ათონელმა, იოანე დამასკელმა, არახამიას მორალზე საუბარი ცოტა ღიმილის მომგვრელია. არავინ ეკითხება არახამიას, საქართველო ვისთან აღადგენს ფრენებს, როდის და რატომ. ესენი ჩვეულებრივი პროექტის მოქალაქეები არიან, ამათთან მორალზე როგორ შეიძლება ლაპარაკი. პროექტის მოქალაქის მორალი მხოლოდ პროექტია – აცხადებს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოეტი დავით მაღრაძე.

კითხვაზე – რაში სჭირდება უკრაინას ადეიშვილი? საერთოდ რატომ უღირს ეს ადამიანები თბილისის გადამტერებად ან ურთიერთობის არევად?მაღრაძე პასუხობს:

„საქართველო არასოდეს უკრაინის მტერი არ გახდება, თუ რატომ, ამას უკრაინის ხელისუფლება ვერ გაიგებს… უკრაინას არც ადეიშვილი სჭირდება, არც არახამია და არც სხვა ბევრი. ეს სჭირდება პროექტს. უკრაინა არის ქვეყანა და არა პროექტი. პროექტი არის მის ხელისუფლებაში მყოფი ხალხი, ხოლო უკრაინა არის შევჩენკო, დოვჟენკო, ფარაჯანოვის “Тени забытых предков”, უკრაინა არის უკრაინული ხალხური სიმღერა…. კიდევ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება“. – განაცხადა დავით მაღრაძემ.

Post navigation

Previous: არსებობენ ძალები, რომლებმაც შექმნეს ეს პროექტი და უნდა ვივარაუდოთ, რომ მათვე ამოიღეს ცირკულარიდან – დავით მაღრაძე ადეიშვილ-კეზერაშვილზე
Next: თბილისის აეროპორტი გადავსებულია – გულშემატკივრები ილია თოფურიას დახვდნენ (პირდაპირი ეთერი)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.