Skip to content
21/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უცხოელ პატრონთა თითების დატკაცუნებაზე მზადაა, ხელი შეუწყოს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას და საქართველოს სრულ კოლონიად ქცევას

მარშალ პრესი 18/03/2024
edisher gvenetadze

უცხოელ პატრონთა თითების დატკაცუნებაზე მზადაა დისკრედიტირება გაუწიოს და შემდეგ ხელი შეუწყოს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას, საბოლოო ჯამში კი საქართველოს სრულ კოლონიად ქცევას! – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში. ექსპერტის განცხადებით, ზურაბიშვილი იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორი სიფრთხილეა საჭირო პოლიტიკოსების შერჩევის დროს და რამდენად დამაზიანებელია ქვეყნისთვის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე მოღალატეების დასმა.

“როგორც იქნა მოვიცილეთ აგენტი “ვეტოვიჩი” მარგველა! ვიფიქრეთ ამოვისუნთქეთ-თქო და უმალ გამოჩნდა ჩვენს მიერვე ტანკით მითრეული და იმ სკამზე უღირსად მჯდარი აგენტკა “ვეტოვნა” სალომე, რომელიც უმჭიდროეს უნისონშია გაღმელ-გამოღმელ პატრონებთან და ქვეყნის შიგნით მოქმედ მეხუთე კოლონასთან! ეს უშუბლძარღვოდ დაბადებული ნომრიანი “შპიონი”, უცხოელ პატრონთა ნებისმიერ თითების დატკაცუნებაზე მზადაა დისკრედიტირება გაუწიოს და შემდეგ ხელი შეუწყოს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას! საბოლოო ჯამში კი საქართველოს სრულ კოლონიად ქცევას! ეს ქალი მაგალითია იმისა, თუ როგორ სიფრთხილით უნდა მოვეპყროთ მომავალში პოლიტიკოსთა შერჩევის პროცესს! და რომ არ შეიძლება პოლიტშარლატანების, უსამშობლოების და მოღალატეების ჩვენივე ხელით უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე დაგდება!” – წერს ედიშერ გვენეტაძე.

Post navigation

Previous: კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს, გააძლიერებს კეთილდღეობის მისწრაფებებს და ამ მიმართულებით სულისკვეთებას ქვეყანაში, ჩვენ მხარდამხარ ვივლით წინ ნატოს მიმართულებით
Next: ხელისუფლებამ გააზრებული რისკის ფასად ჩვენს სამშობლოს დიდი ქარტეხილები აარიდა, დღეს უკვე მოახლოებული მშვიდობიანი არჩევნებისკენ მიდის მოსახლეობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.