Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგის ათწლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო სირთულეებს, თუმცა მისი ლიდერობით ნატო კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად

მარშალ პრესი 18/03/2024
irakli kobakhidze

ძალიან დიდი პატივია საქართველოში თქვენი მასპინძლობა, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენი მხარდაჭერისთვის, ჩვენი ქვეყნის მიმართ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.

პრემიერის თქმით, ნატო კვლავ რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად.

„ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე თქვენი ათწლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო გამოწვევებს და სირთულეებს, თუმცა თქვენი ლიდერობით მრავალი გამოწვევა გადაილახა და ნატო კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო მადლიერია ნატო-ს და პირადად გენერალური მდივნის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გამო.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ასევე ინტეგრაციის პროცესი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გამოვხატო ნატო-ს და პირადად გენერალური მდივნის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, ძალიან ვაფასებთ გენერალური მდივნის სრულ და სამართლიან განცხადებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.

Continue Reading

Previous: აუცილებელია, დავიცვათ ჩვენი სამშობლო, სარწმუნოება, ჩვენი ოჯახები, შვილები, იდენტობა და კულტურა!
Next: საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025