Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქართველი დაჭრილ-დაშავებული სამხედროები აშშ-ში გამართული „საჰაერო ძალების თამაშებიდან“ 28 მედლით დაბრუნდნენ

მარშალ პრესი 18/03/2024
2020

თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი სამშობლოში აშშ-დან წარმატებული ასპარეზობის შემდეგ გამთენიისას დაბრუნდა. ქართველმა სამხედრო პარასპორტსმენებმა „საჰაერო ძალების თამაშებში“ 12 ოქროს, 11 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დახვდნენ. მათ სამხედროებს წარმატება მიულოცეს და მხარდაჭერა აღუთქვეს. 

ნევადას შტატში, ქალაქ ლას-ვეგასში, საჰაერო ძალების სამხედრო ბაზაზე დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედროებმა, ტურნირის ფარგლებში, სპორტის გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობებში იასპარეზეს. სამხედროებმა წარმატებული შეხვედრები გამართეს მჯდომარე ფრენბურთში, პარაკალათბურთში, პნევმატური პისტოლეტითა და შაშხანით სროლაში, მშვილდოსნობაში, მძლეოსნობაში, სავარჯიშო მოწყობილობაზე ნიჩბოსნობაში, ველოსპორტსა და ცურვაში. 

„საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველმა სამხედროებმა მეორედ მიიღეს მონაწილეობა. სპორტული თამაშების მიზანია, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენება.

Post navigation

Previous: დღის წესრიგში დგება როგორ მოიქცნენ არჩევნების შემდეგ, ამ მიზნით ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ფაქტორის გამოყენება რადიკალებისთვის იდეალური იქნება უცხოეთის “შეშფოთება-აღშფოთების“ მიმართულებით
Next: 21 მარტს, საფეხბურთო მატჩის სანახავად პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი, საბავშვო სივრცეები და კვების ობიექტები მოეწყობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.