Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

მწუხარებას გამოვთქვამ არმაზ სანებლიძის გარდაცვალების გამო – პრემიერი

მარშალ პრესი 16/05/2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის არმაზ სანებლიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური არმაზ სანებლიძის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.

„მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის არმაზ სანებლიძის გარდაცვალების გამო. ასეთი გამორჩეული პიროვნებისა და სამაგალითო პროფესიონალის დაკარგვა დიდი დანაკლისია როგორც ქართული ჟურნალისტიკისათვის, ისე მთელი საზოგადოებისათვის. ვუსამძიმრებ ბატონი არმაზის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს”,-ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტი და ფილოლოგი არმაზ სანებლიძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“მარშალპრესი” უერთდება სამძიმარს.

Post navigation

Previous: პროკურატურა ნიკა გვარამიას განაჩენის იმ ნაწილს გაასაჩივრებს, რაშიც ის გამართლდა
Next: ახლა მოთქვამენ და პასუხისგება არ უნდათ ამ მოროდიორებს! – ლევან ნიკოლეიშვილი გვარამიაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.