Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მხოლოდ 2015 წლიდან, სხვადასხვა კომბინაციით მიღებული, 540 სინთეზური ახალი ნარკოტიკული საშუალებაა დაფიქსირებული

მარშალ პრესი 18/03/2024
akaki zoidze

მხოლოდ 2015 წლიდან, სხვადასხვა კომბინაციით მიღებული, 540 სინთეზური ახალი ნარკოტიკული საშუალებაა დაფიქსირებული. ერთი პერიოდი ე.წ. ბიო იყო პრობლემა. დაახლოებით, იმავეზეა საუბარი. არის სამართლებრივი ხვრელები. კონკრეტული ნივთიერება არის აკრძალული, მაგრამ არ არის შესული გაეროს თუ ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობის ჩამონათვალში“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ სტუმრობისას.

ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტის თქმით, ზემოთ აღნიშნული ნივთიერებები როდესაც გააქვთ ბაზარზე და ხდება გასაღება, შემდეგ იგი ადამიანებში ძლიერ მიჩვევას იწვევს და მისი აკრძალვა უკვე პრობლემას წარმოადგენს.

მისივე განმარტებით, არსებობს ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც „გართობასთანაა“ დაკავშირებული, კერძოდ, ე.წ. მსუბუქი, კლუბური ნარკოტიკები.

„ეს ყველაფერი არბილებს ამის აღქმას და ამ დევნაში – რაღაც ახალი შეგრძნებების, თითქოს, ახალი მუხტის შემოტანის მიზნით, იგი უმძიმეს დამოკიდებულებას იწვევს“, – აღნიშნა ზოიძემ.

 

Post navigation

Previous: ნიკა გვარამია არის სააკაშვილის შვილი და ნიკა მელია – ადეიშვილის შვილი. ოთხივეს რაც აერთიანებს, არის ბოროტება. ამ ბოროტებაში ისინი ერთად იყვნენ
Next: როდესაც ვსაუბრობთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პასუხისმგებლობაზე ქვეყნის წინაშე, ვიტყვი, რომ ეს არის აგენტურა, რომელიც იმართება ქვეყნის გარედან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.