Skip to content
15/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უკრაინა გადაიქცა ქართველი კრიმინალების თავშესაფრად

მარშალ პრესი 17/03/2024
david matikashvili

უკრაინა გადაიქცა ქართველი კრიმინალების თავშესაფრად, დაწყებული მიხეილ სააკაშვილისგან დასრულებული გიორგი ლორთქიფანიძითა და კიდევ სხვა მაღალჩინოსნით, რა თქმა უნდა, ზურაბ ადეიშვილია გამორჩეული ფიგურა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

მან ძებნილი ზურაბ ადეიშვილის გადმოცემის შესახებ ისაუბრა.

„უკრაინა გადაიქცა ქართველი კრიმინალების თავშესაფრად, დაწყებული მიხეილ სააკაშვილისგან დასრულებული გიორგი ლორთქიფანიძითა და კიდევ სხვა მაღალჩინოსნით, რა თქმა უნდა, ზურაბ ადეიშვილია გამორჩეული ფიგურა, რომელზეც ფსონი იყო დადებული, უკრაინული მხარის მხრიდან იმ პირობებში, როდესაც მათ, ამ პირებმა საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ სამშობლოში, უბედურების მეტი არაფერი მოუტანეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მან საზღვრის უკანონო კვეთისთვის დაკავებული მიხეილ სააკაშვილის შესახებაც ისაუბრა.

„რა მიზნები ჰქონდა მაშინ სააკაშვილს, ესეც არ არის საიდუმლო ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იყო არეულობის, არჩევნების წინა დღეებში აქ ქაოსის მოწყობის მცდელობა და იმ ხელისუფლების რევანშის მცდელობა, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე ქვეყნის აოხრებით იყო, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, დაკავებული“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

Post navigation

Previous: ის, რომ საკუთარ თავებს მიიჩნევენ მიხეილ სააკაშვილის მეგობრებად, ეს არის უკვე განაჩენი ამ ადამიანებთან დაკავშირებით
Next: არის დიდი მოლოდინი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს – მიხეილ ყაველაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.