Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • მედია

ტელეკომპანია “ფორმულიდან” გათავისუფლებულმა ოპერატორმა დავა მოიგო, თუმცა ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

მარშალ პრესი 17/03/2024
gio jibghashvili

ტელეკომპანია “ფორმულიდან” გათავისუფლებულმა ოპერატორმა გიორგი ჯიბღაშვილმა სასამართლო დავა მოიგო, რომლის მიხედვით, ბათილად იქნა ცნობილი გათავისუფლების შესახებ ბრძანება , ასევე, სასამართლომ გააუქმა და უკანონოდ ცნო ტელეკომპანია „ფორმულას“ ბრძანებები ჯიბღაშვილისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. ტელეკომპანიას განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.

გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ტელევიზიის დირექტორი ზურა გუმბარიძე, რომელიც საქმეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

2023 წლის დასაწყისში ტელეკომპანია „ფორმულას“ 25 ოპერატორი გაიფიცა და ხელფასების მომატებას ითხოვდა. მათი განცხადებით, ანაზღაურება, რომელსაც ისინი იღებდნენ, არაადეკვატური იყო. რამდენიმე დღეში ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ ყველა მათგანი სამსახურიდან გაათავისუფლა. გარკვეული ხნის შემდეგ კი, ტელეოპერატორების უმეტესი ნაწილი, მოლაპარაკებების შედეგად, სამსახურში აღადგინა.

გიორგი ჯიბღაშვილმა, რომელიც სამუშაო ადგილზე არ დააბრუნეს, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დახმარებით, სასამართლოს მიმართა.

Post navigation

Previous: ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ბოტკოველმა “ვალინკები” ჩაიცვეს და ვენახში გავიდნენ (ვიდეო)
Next: ტვ “პირველის” ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც უკანონოდ იქნა გამოყენებული ჩემი საუბრის ჩანაწერი-მექსიკის საზღვარზე საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.