Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ნატოს მოკავშირეობით საქართველომ არაერთხელ დაადასტურა თავისი საგარეო კურსის მთავარი მიმართულება

მარშალ პრესი 16/03/2024
GIA VOLSKI

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ნატოს მოკავშირეობით საქართველომ არაერთხელ დაადასტურა თავისი საგარეო კურსის მთავარი მიმართულება. ასე გამოეხმაურა ის ნატოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს 18 მარტს ეწვევა.

„ნატოს მოკავშირეობით საქართველომ არაერთხელ დაადასტურა თავისი საგარეო კურსის მთავარი მიმართულება. რასაკვირველია, ნატოს ყველა წევრმა ქვეყანამ იცის, რომ საქართველო ყოველთვის იქ იდგა, სადაც საერთაშორისო უსაფრთხოების დასაცავად შეიარაღებული ძალები იდგა. გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ნატოს გენერალური მდივანი ჩამოდიოდეს საქართველოში, როგორც მოკავშირე ქვეყანაში, რომელმაც თავი გამოიჩინა ნატოს არაერთ ოპერაციაში მონაწილეობისას“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს 18 მარტს ეწვევა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სტოლტენბერგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

Post navigation

Previous: „თბილისი პრაიდის” შეკრების მთავარი მიზანი ალბათ არის ის, რომ სტრატეგიულად ჩამოყალიბდნენ, რა კუთხით გააგრძელებენ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას
Next: ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, ვართ მეგობარი, მოძმე ქვეყნები – ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.