Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოსა და აზერბაიჯანს, ჩვენს ხალხებს აკავშირებთ მრავალსაუკუნოვანი, ისტორიული მეგობრობა და ეს არის ის მყარი საფუძველი, რომელიც საფუძვლად უდევს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის

მარშალ პრესი 16/03/2024
ik1

საქართველოსა და აზერბაიჯანს, ჩვენს ხალხებს აკავშირებთ მრავალსაუკუნოვანი, ისტორიული მეგობრობა და ეს არის ის მყარი საფუძველი, რომელიც საფუძვლად უდევს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში, ზაგულბას სასახლეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები ზუსტად ამ სულისკვეთებით გაგრძელდება.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად ვიმყოფები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ ამ პოზიციის დაკავებიდან მალევე შემდგარიყო ეს ვიზიტი აზერბაიჯანში. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს გულთბილი მასპინძლობისთვის.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბრძანა, რომ ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს აკავშირებთ მრავალსაუკუნოვანი, ისტორიული მეგობრობა და რა თქმა უნდა, ეს არის ის მყარი საფუძველი, რომელიც საფუძვლად უდევს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობები ზუსტად ამ სულისკვეთებით გაგრძელდება.

დღეისთვის გვაქვს ძალიან მაღალი დონე, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თანამშრომლობის, ასევე გვაქვს კარგი დინამიკა ამ ურთიერთობებში. ჩვენთვის მთავარია, შევინარჩუნოთ ეს დინამიკა, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები და თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის.

კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ პოლიტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას. მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანს, პრეზიდენტ ალიევს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მყარი მხარდაჭერისთვის. დღეს ამ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოხატვისთვის. საქართველო ყოველთვის იყო აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მყარი მხარდამჭერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტი არის ძალიან დიდი მნიშვნელობის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025