Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკა გვარამიას დააკავეს! მას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მარშალ პრესი 16/05/2022
ნიკა გვარამია და ძაღლი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. სასამართლომ გვარამია ბრალდების გარკვეული მუხლების ნაწილში, გაამართლა, ნაწილში კი, გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

„მე უდანაშაულო კაცი ვარ“, – თქვა გვარამიამ სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას.

გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2-ის“ საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.

ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2-ის“ კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედებოდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

Post navigation

Previous: წარმოგიდგენიათ ეს ახვრები რას ბედავენ? ასეთ ექიმს უნდა ჩამოერთვას საერთოდ ლიცენზია და ქვეყნიდან გააძევო – ამ არსებებს არანაირი საერთო არ გააჩნიათ მედიცინასთან!!!
Next: ზაალ ანჯაფარიძე: გვარამია, დღეიდან გახდება პატიმარი ჩადენილი და დამტკიცებული დანაშაულის გამო. ყველა მცდელობა, პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ ეს ამბავი, თავად, ამის ინიციატორებს დააზარალებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.