Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა

მარშალ პრესი 16/03/2024
meet

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა.

მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, საუბრის მთავარი თემები იყო ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატებში, წარმატებული თანამშრომლობა.

“ალი ასადოვმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ხაზი გაუსვა მთავრობის მეთაურის რანგში ბაქოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და ერთობლივ რეგიონულ პროექტებს. აღინიშნა შუა დერეფნის მნიშვნელობა, მათ შორის ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის განსაკუთრებულ როლზე ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაში და აღნიშნეს, რომ სხდომის გამართვა ახლო მომავალში იგეგმება.

ხაზი გაესვა რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და კონსტრუქციული დიალოგის როლს ამ პროცესში. პრემიერმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძოს წვლილის შეტანა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში.
ირაკლი კობახიძემ ალი ასადოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია.”- ნათქვამია მთავრობის ინფორმაციაში.

Continue Reading

Previous: იციან, რომ გარდაუვალად წაგებული აქვთ არჩევნები და პროვოკაციების მოსაწყობად ემზადებიან – ეკა სეფაშვილი ოპოზიციაზე
Next: პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჰეიდარ ალიევის და მისი მეუღლის საფლავები გვირგვინით შეამკო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025