Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ ირაკლი კობახიძის მოწვევით, ილია თოფურია საქართველოში ჩამოდის

მარშალ პრესი 16/03/2024
ilia topuria

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოწვევით, საქართველოში 18 მარტს ილია თოფურია ჩამოვა.

ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხეილ ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18:30 საათზე დაეშვება.

ამასთან, ილია თოფურია 21 მარტს, საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის წინ „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამარს წარადგენს.

ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი 18 თებერვალს გახდა. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.

Post navigation

Previous: გვარამიამ ვერ დამალა ის, რომ თავი მიაჩნია ლიდერად ამ გაერთიანებაში, და პიროვნულადაც საკმაოდ სერიოზულად დაამცირა თავისი ახლად შეძენილი მოკავშირე ნიკა მელია
Next: გახარიას და ხაზარაძის პარტიის წევრებმა ერთმანეთს “თმები დააწიწკნეს” (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.