Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

‘ნაცენჯეობი’, რომელთა გავლენა საზოგადოებაზე ნულია, მოითხოვენ ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობას, ინსტიტუტებს “აშავებენ” და ფინანსდებიან გარედან, არიან მტრული ელემენტები

მარშალ პრესი 15/03/2024
gia abashidze

ე.წ. NGO, რომელიც მუდმივად თავს ესხმის სახელმწიფოს ინსტიტუტებსა და კანონმდებლობას და მალავს საკუთარი უცხოური დაფინანსების მიზნებს, არის საქართველოსთვის უცხო სხეული, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

იგი ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას – “თუ „ენჯეოები” ფიქრობენ, რომ ორი აზრი უნდა არსებობდეს ქვეყნის სუვერენიტეტზე, მაშინ უკვე გასაგებია რასთან გვაქვს საქმე. ეს არის სწორედ ის მავნე გავლენა, რაც აქვს ას პროცენტიან უცხოურ დაფინანსებას”. ანალიტიკოსის თქმით, აღნიშნული არასამთავრობოები მტრული ელემენტები არიან, იქ დასაქმებულები კი უსამშობლო ფულის მონები.

“ე.წ. NGO, რომელიც მუდმივად თავს ესხმის სახელმწიფოს ინსტიტუტებსა და კანონმდებლობას და მალავს საკუთარი უცხოური დაფინანსების მიზნებს, არის საქართველოსთვის უცხო სხეული. ‘აუტსაიდერები’ რომ არიან, მათივე ფსევდო-კვლევებითაც დასტურდება.

‘ნაცენჯეობი’, რომელთა ფართო საზოგადოებაზე გავლენა ნულია, მოითხოვენ ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობას, კონსტიტუციურ ინსტიტუტებს ვითომ “აშავებენ” და მაინც ფინანსდებიან გარედან, არიან მტრული ელემენტები. ხოლო ასეთ არასამთავრობოებში დასაქმებულნი წარმოადგენენ უსამშობლო ფულის მონებს. მათი უმეტესობის ერუდიციის შეფასებას ამჯერად უკომენტაროდ დავტოვებ.” – წერს აბაშიძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: პრემიერ-მინისტრი საქართველოს სახალხო არტისტის, ლამარა ჭყონიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025