Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ესენი არიან კოლონიზატორების წინაშე ცალ ფეხზე მდგომი ლაქიები – დავით ქართველიშვილი “ვეტინგის” მომხრე მოსამართლეებზე

მარშალ პრესი 15/03/2024
davit kartvelishvili

“ეს არის ხუთეული, რომელიც თქვენს ბედში კი არა, საკუთარ კეთილსინდისიერებაში და პროფესიონალიზმშია დაეჭვებული იმდენად, რომ მოსამართლეებად საკუთარი თავის არჩევასაც ე.წ. “ვეტინგის” სისტემით უცხოელებს ანდობენ, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი “ვეტინგის” სისტემის შემოღებაზე ხუთი მოსამართლის მზაობას სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ხუთივე მოსამართლე “კოლონიზატორების წინაშე მდგარი ლაქიები არიან”, რომლებმაც საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინეს.

“ჩვენი გენიალური კინოშედევრი “გიორგობისთვე” ხომ გახსოვთ? ამა და იმ თვის ჩამოსხმულ ღვინოს არც თქვენ გაეკაროთო და ახლობლებიც გააფრთხილეთო. იგივე შემიძლია ვთქვა “მოსამართლეებად” წოდებულ ამ ხუთეულზე (საკრალური რიცხვი) – თქვენც ეცადეთ ისე წესიერად იცხოვროთ და თქვენი ახლობლებიც დაარწმუნოთ ამაში, რათა ან ხუთეულის ხელში არ მოხდეს თქვენი ბედის გადაწყვეტა.

ეს არის ხუთეული, რომელიც თქვენს ბედში კი არა, საკუთარ კეთილსინდისიერებაში და პროფესიონალიზმშია დაეჭვებული იმდენად, რომ მოსამართლეებად საკუთარი თავის არჩევასაც ე.წ. “ვეტინგის” სისტემით უცხოელებს ანდობენ. ესენი არიან კოლონიზატორების წინაშე ცალ ფეხზე მდგომი ლაქიები, რომლებიც აქამდეც და დღეიდან მით უმეტეს – თითოეულ განსახილველ საქმეზე იმ განაჩენს გამოიტანენ, რასაც მათ აგენტოკრატები უბრძანებენ. თავისი აღიარებითი ჩვენებით, ქვეყნის ბედში, მის სუვერენიტეტში ეს ხუთეული ვერანაირ ფატალურ ცვლილებას ვერ შეიტანს, გარდა იმ აუცილებელი თვითლუსტრირებისა, როდესაც მათთვის უცხო სამშობლომ უნდა უწყოდეს საკუთარი ანტიგმირების შესახებ – რომელი სფეროს წარმომადგენლებიც არ უნდა იყვნენ ისინი. ეკლესიური ტერმინით შევეგებოთ ამ მორიგ მარიონეტებს: ანაქსიოს!!!” – წერს ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: სწორედ ანგაჟირებული მოსამართლეები ემხრობიან “ვეტინგს” და ქართული მართლმსაჯულების პირდაპირი გზით გასხვისებას
Next: ირაკლი ღარიბაშვილი გურიის რეგიონში პარტიულ აქტივს 24 მარტს შეხვდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025