Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ასეთი უსამშობლოები არ უნდა იყვნენ სასამართლო სისტემაში – ედიშერ გვენეტაძე “ვეტინგის” მომხრე ხუთ მოსამართლეზე

მარშალ პრესი 15/03/2024
edisher gvenetadze

ამათ არ იციან დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს ისეთი უძირითადესი ატრიბუტები, როგორებიცაა: საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო და სახელისუფლებო შტოები! ასეთებისათვის მთავარია უცხოეთიდან ვინ დაუქნევს ხელს და გადმოუგდებს გრანტს! ასეთი უსამშობლოები მართლა არ უნდა იყვნენ სასამართლო სისტემაში! – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ხუთი მოსამართლის მიერ “ვეტინგის” სისტემის მხარდაჭერას.

ექსპერტის თქმით, “ვეტინგის” მხარდამჭერი მოსამართლეებისთვის უცხოა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და დამოუკიდებელი ქართული სამართალი. „ქვემოთ ჩამოთვლილი ეს სამოხელეო თანამდებობაზე მყოფი ადამიანები, წინააღმდეგნი არიან დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველოს სახელმწიფოს! ესენია:

1. სააპელაციოს უვადო მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი;

2. უზენაესის მოსამართლე ნინო ბაქაქური;

3. რუსთავის საქალაქოს მოსამართლე მადონა მაისურაძე;

4. თელავის რაიონულის უვადო მოსამართლე მამუკა წიკლაური;

5. უზენაესის მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი. მე არ ვიცი, როგორ არჩევენ ესენი საქმეებს!

მე არ ვიცი, როგორი სამართლიანი განაჩენები გამოაქვთ! მე არ ვიცი, ამ ქართული სახელმწიფოს მოსამართლეებად წოდებულებმა თუ იციან ვინ იყვნენ: ფარნავაზი, ვახტანგი, დავითი, თამარი, გიორგი ბრწყინვალე, პატარა კახი, ილია, კირიონი, მერაბი, ზვიადი, ჟიული, გიორგი ანწუხელიძე….

მაგრამ ერთი კი ნათლად დავინახე, რომ სამწუხაროდ ამ მოსამართლეებად წოდებულთათვის! უცხოა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო! უცხოა დამოუკიდებელი ქართული სამართალი! უცხოა დამოუკიდებელი ქართული სასამართლო! ამათ არ იციან დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს ისეთი უძირითადესი ატრიბუტები, როგორებიცაა: საკანონმდებლო! აღმასრულებელი! სასამართლო! სახელისუფლებო შტოები! ასეთებისათვის მთავარია უცხოეთიდან ვინ დაუქნევს ხელს და გადმოუგდებს გრანტს! ასეთი უსამშობლოები მართლა არ უნდა იყვნენ სასამართლო სისტემაში! ასეთების მხრებზე მართლა უნდა იწვოდეს და კიდევაც იწვის(თუ მიხვდებიან!!!!) დამოუკიდებელი, სუვერენული ქართული სასამართლოს მანტია!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: “ვეტინგი“ პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებს. ეს ჩემზე კარგად იციან მოსამართლეებმა
Next: ირაკლი ჩიქოვანი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერსა და ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025