IMG.GE IMG.GE

ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა წაშალა FACEBOOK პოსტი, რომელშიც მან სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმე ერთმანეთს შეადარა. აღნიშნულმა პოსტმა სოციალური ქსელის მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია. მოგვიანებით, ჟორჟოლიანმა FACEBOOK კომენტარის სახით დაწერა, რომ ის ამ ორ საქმეს შორის ტოლობის ნიშანს არ სვამს და რადგან საზოგადოებამ ასე გაიგო, პოსტის წაშლა მოუწია.

“ამ კვირა დღეს მთელ დროს ფეისბუქზე ვერ გავატარებდი რომ ხალხისთვის მეხსნა რომ ეგრე არაა” – დასძინა ჟურნალისტმა.

 

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება