Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მარშალ პრესი 15/03/2024
01

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბერგლიოტ ჰოვლანდს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ნორვეგიას შორის ორმხრივ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას შეეხო; აღინიშნა, რომ ნორვეგია საქართველოს მეგობარი ქვეყანა და სანდო პარტნიორია.

განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა პოლიტიკის, ეკონომიკის, ვაჭრობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით. ხაზგასმით აღინიშნა ნორვეგიის მხარდაჭერით განათლების სფეროში განხორციელებული პროექტები, ასევე ნაყოფიერი თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით.

მთავრობის მეთაურმა ბერგლიოტ ჰოვლანდს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ნორვეგიის სამეფოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

Post navigation

Previous: ჩვენ ვიცით, ვინც წარსულს ივიწყებს, იმას რა ემართება და ვის უნდა ეს წარსული რომ წაშალოს, ეგეც კარგად ვიცით
Next: სასამართლო სისტემის წარმომადგენლებმა ჩვენზე კარგად იციან, რომ ვეტინგის სისტემა არა მათ პროფესიონალიზმს ზომავს, არამედ, მათ მართავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.