Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სამართალი, მართალია ურმით, მაგრამ დადის და სამართლის აღსრულების ვალდებულება ადეიშვილსაც და კეზერაშვილსაც დაეწევა. სააკაშვილსაც არ ეგონა, რომ სამართალი დაეწეოდა, ვაგონში შეძვრა, მაგრამ იქაც მიაგნო

მარშალ პრესი 15/03/2024
guram macharashvili

„რასაც უწინასწარმეტყველებდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერებს ახლა, თავად ოპოზიციის ერთ-ერთ დამფინანსებელს დაემართა – დასანქიცრდა შეერთებული შტატების მხრიდან“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლების მინიმუმ 95%-ი ფინანსდება უცხოური ფულით.

„სამართალი, მართალია ურმით დადის, მაგრამ მაინც დადის, ყველას დაეწევა სამართლიანობა და სამართლის აღსრულების ვალდებულება, მათ შორის ადეიშვილსაც დაეწევა და კეზერაშვილსაც თითქმის უკვე დაეწია.

მისი გარემოცვის არაერთი წევრი არის დაკავებული და მასაც კარგი დღე არ უჩანს იმიტომ, რომ რასაც უწინასწარმეტყველებდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერებს ახლა, თვითონ ოპოზიციის ერთ-ერთი დამფინანსებელი დასანქიცრდა შეერთებული შტატების მხრიდან. საერთაშორისო სააგენტომ კი თქვა, რომ ის არის თაღლითი, მისტერ ოფშორ-კეზერაშვილი და ა.შ. სააკაშვილსაც ეგონა, რომ ვერ დაეწეოდა სამართალი, ვაგონში შეძვრა, მაგრამ იქაც მიაგნო სამართალმა.

ასე რომ, კეზერაშვილი კიდევ უფრო მალე მოხვდება იმ სამართლებრივ სივრცეში, რომელიც აიძულებს პასუხი აგოს არა მხოლოდ იმაზე, რაც საქართველოში ჩაიდინა, როგორც ჩანს ევროპაშიც ძალიან ბევრი დანაშაული ჩაუდენია. სამწუხაროდ, საქართველოს ოპოზიციის მინიმუმ 95%-ი ფინანსდება უცხოური ფულით, მათ შორის, კეზერაშვილის ფულით, რომელიც მან ჯარს წაართვა. ჩვენ უკვე ამ ღია პოლიტიკაში ვართ და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა იცოდეს, ვის ირჩევს, ვინ ეყოლება მთავრობაში. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ ვინ არის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში გაზრდილ ბიუჯეტს რომ ანაწილებდა, თუ ეკონომიკა ჩამოშლილია და მართლა სჯერათ იმის, რასაც იტყუებიან, მაშინ ბიუჯეტი როგორ გაიზარდა?
Next: დიახ ჰომოფობი ვარ, არ მინდა ვხედავდე ისეთ ბიჭებს, რომლებიც გოგოებს ჰგვანან – ეკა ნასყიდაშვილი (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.