რუსეთის მიერ საკუთარი თავის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მემკვიდრედ გამოცხადება, ვერ ამართლებს საქართველოსა და უკრაინის ნაწილების ანექსიით დღევანდელ „გამარჯვებებს“

431
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

რუსეთის ხელისუფლების მიერ საკუთარი თავის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მემკვიდრედ გამოცხადება ვერ ამართლებს საქართველოსა და უკრაინის ნაწილების ანექსიით დღევანდელ „გამარჯვებებს“.

ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„გამარჯვების აღლუმი და სამხედრო ძალაუფლების დემონსტრირება კრემლის ხელმძღვანელობის ამაო დღესასწაულია. მტკიცება, რომ ისინი 76 წლის წინ მიღწეული გამარჯვების მემკვიდრეები არიან, ვერ ამართლებს საქართველოსა და უკრაინის ნაწილების ანექსიით დღევანდელ „გამარჯვებებს“. ასევე, სხვაგვარად საერთაშორისო სამართლის დარღვევას“, – წერს ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელში.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება