Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ემიგრაციის რეკორდი ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“, სტრასბურგში რომ დადიოდნენ ადამიანები სიმართლის საძებნად მარტო ეგ „ემიგრაცია“ ეყოფათ

მარშალ პრესი 14/03/2024
archil talakvadze

ემიგრაციის რეკორდი ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“, სტრასბურგში რომ დადიოდნენ ადამიანები სიმართლის საძებნად მარტო ეგ „ემიგრაცია“ ეყოფათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობის“ დროს უვიზო რეჟიმი რომ ჰქონოდა საქართველოს ევროკავშირთან, ძალიან ცოტა ადამიანი დარჩებოდა ქვეყანაში, არა მარტო გაჭირვების, არამედ ხელისუფლების მიერ შელახული ღირსებისა და განხორციელებული მუქარის გამო.

„2011 წელს საქართველოდან წავიდა 107 000 მოქალაქე წელიწადში. თან მაშინ უვიზო რეჟიმი არ ჰქონდა საქართველოს.

მე გარწმუნებთ, რომ იმ რეჟიმის პირობებში, უვიზო რეჟიმი რომ ჰქონოდა საქართველოს ევროკავშირთან, ძალიან ცოტა ადამიანი დარჩებოდა ამ ქვეყანაში, ელემენტარული მიზეზების გამო, რაც ხდებოდა ქვეყანაში და ეს მარტო გაჭირვება კი არ იყო, ბევრს უბრალოდ ღირსება ჰქონდა შელახული, ბევრს არ დაედგომებოდა, ემუქრებოდნენ, დევნიდნენ, ნათესავებს უჭერდნენ და ეს ხალხი ყველა წავიდოდა მაშინ რომ უვიზო რეჟიმი ყოფილიყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდათ უვიზო მიმოსვლა, ემიგრაციის რეკორდი მაინც „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

Post navigation

Previous: ხალხი უყურებს იმავე ადამიანებს, ვინც არბევდა, ტელევიზიებში იჭრებოდა, ადამიანებს აწამებდა – ყველა ესენი არიან ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ , რომლის კლონირების პროცესსაც თვალს ვადევნებთ
Next: არავის წინაშე არ ვარ ვალში, სააკაშვილის მოწონება პოლიტიკაში რომ მჭირდებოდეს, მის პარტიაში ვიქნებოდი – გვარამია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.