Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შესაძლოა, „გლობალური ომის პარტია“ სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით გეგმავდეს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, რაც არის დაუშვებელი იმიტომ, რომ ეს ადამიანი სათავეში ედგა სასტიკ და სისხლიან რეჟიმს

მარშალ პრესი 14/03/2024
eka sepashvili

„ხალხის ძალის“ წინა წერილშიც აღვნიშნეთ, რომ დროა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სისტემურ დანაშაულებს პასუხი გაეცეს და დაიწყოს ქვეყანამ ამ დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და იქ 2008 წლის აგვისტოს ომი მხოლოდ ერთ-ერთი დანაშაული“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც სათავეში ედგა სასტიკ და სისხლიან რეჟიმს, რომელმაც ძალიან დიდი უბედურება და ცუდი შედეგები მოუტანა საქართველოს და მის მოსახლეობას.

„დროს რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს. „ხალხის ძალის“ წინა წერილშიც აღვნიშნეთ, რომ დროა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სისტემურ დანაშაულებს პასუხი გაეცეს და დაიწყოს ქვეყანამ ამ დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და იქ 2008 წლის აგვისტოს ომი მხოლოდ ერთ-ერთი დანაშაული. ჩვენ, უბრალოდ თავს ვიკავებდით ამ გამოძიების ახლა დასაწყებად და დავაანონსეთ, რომ არჩევნების შემდეგ შევქმნიდით საგამოძიებო კომისიას. ეს ყველაფერი გათვლილი იყო იმ მოსაზრებებით, რომ არ შეგვეშალა არჩევნებისთვის ხელი და არ გვინდოდა ამ თემით სპეკულირება და რეიტინგის მოპოვება.

ახლა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი ისევ გააქტიურებულია და ამაზე ბევრი რამე მიუთითებს, კერძოდ, ხელმოწერების შეგროვება, პრეზიდენტის შერბილებული რიტორიკა, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გარკვეული მოთხოვნები სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით განთავისუფლების შესახებ. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, „გლობალური ომის პარტია“ სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით გეგმავდეს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, რაც არის დაუშვებელი იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც სათავეში ედგა სასტიკ და სისხლიან რეჟიმს, რომელმაც ძალიან დიდი უბედურება და ცუდი შედეგები მოუტანა საქართველოს და მის მოსახლეობას. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ადამიანი უნდა იჯდეს ციხეში და იხდიდეს სასჯელს, რომელიც სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა“. – განაცხადა სეფაშვილმა.

Continue Reading

Previous: როგორც ჩვენი ხელისუფლებისგან ითხოვდნენ ომში ჩართვას და ოფიციალურად ქალბატონი დეგნანი სულ სხვა რამეს ამბობდა, შეგვიძლია, პარალელი გავავლოთ 2008 წლის ომთან – რას იძახდა ოფიციალურად ეს ხალხი და კულუარულად რას მოუწოდებდნენ სააკაშვილს
Next: ოპოზიციაში შემავალ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ჰყავს ერთი დამკვეთი და ერთიანად მოქმედებენ, მხოლოდ სხვადასხვა საშუალებებით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025