Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ფინეთის პრეზიდენტი – ცოტა დაბნეული ვარ, რადგან ტელეფონით მქონდა განხილვები ერდოღანთან, რომელმაც მითხრა, რომ ნატო-ში გაწევრიანებაზე ფინეთის განაცხადი თურქეთისგან დადებითად ფასდება

მარშალ პრესი 15/05/2022
საული ნიინისტო

გულახდილად რომ ვთქვა, ცოტა დაბნეული ვარ, რადგან ტელეფონით მქონდა განხილვები პრეზიდენტ ერდოღანთან დახლოებით ერთი თვის წინ და ვიდრე მე მომეცემოდა შესაძლებლობა, მან პირველმა განმიცხადა, რომ ნატო-ში გაწევრიანებაზე ფინეთის განაცხადი თურქეთის მხრიდან დადებითად ფასდება, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა საჭიროა მკაფიო პასუხი და პრეზიდენტ ერდოღანთან განხილვების გასამართად ემზადება.

„მსურს, გამოვყო ფინეთის დემოკრატიის ფუნქცია. ხალხი, მათი მოსაზრებებით, პოლიტიკური პარტიები, მთავრობა, პარლამენტი – მათ აჩვენეს, რამდენად ძლიერია დღეს ფინეთის დემოკრატია. ამის შედეგია, რომ დღეს ისტორიული დღე გვაქვს. ფინეთი მაქსიმალურად გაზრდის თავის უსაფრთხოებას. გულახდილად რომ ვთქვა, ცოტა დაბნეული ვარ, რადგან ტელეფონით მქონდა განხილვები პრეზიდენტ ერდოღანთან დახლოებით ერთი თვის წინ და ვიდრე მე მომეცემოდა ამის შესაძლებლობა, მან პირველმა განმიცხადა, რომ ფინეთის განაცხადი ნატო-ში გაწევრიანებაზე, თურქეთის მხრიდან დადებითად ფასდება. მე მას მადლობა გადავუხადე და ის კმაყოფილი დარჩა ჩემი მადლობით. ასე რომ, ხვდებით, მცირედით დაბნეული ვარ. მოვისმინეთ ორი დღის წინ და გუშინაც, რომ თურქეთი ღიაა ჩვენს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თუმცა კვლავ დაუბრუნდნენ ნეგატიურ მხარეს. ვფიქრობ, რაც გვჭირდება, ეს არის მკაფიო პასუხი. მე ვემზადები პრეზიდენტ ერდოღანთან განხილვების გასამართად იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც მან წამოწია“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე, რა დროსაც ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებაზე გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოაცხადა.

შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მომხრე არ არის.

„თვალყურს ვადევნებთ შვედეთთან და ფინეთთან დაკავშირებით მოვლენებს, მაგრამ არ გვაქვს პოზიტიური შეხედულებები“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მედიასთან საუბრისას.

Post navigation

Previous: საჩხერის მუნიციპალიტეტში ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა იგეგმება
Next: ვახტანგ მახარობლიშვილი – შეხვედრები, რომლებსაც ილია დარჩიაშვილი გამართავს ევროპელ კოლეგებთან, მნიშვნელოვანია იმ მხარდაჭერის მოსაპოვებლად, რომელიც საჭირო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის შემდეგ კვირებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.