Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გინდა საქართველოს „გაელგებეტება“, თუ არ გინდა, ეს უნდა აღიარო

მარშალ პრესი 14/03/2024
guram macharashvili

„პრაქტიკულად აღიარეს, რომ გასული წლის მარტში საზოგადოების გულწრფელი პროტესტი კი არ იყო (უკვე ბოლო დღეებში), არამედ რადიკალების ორგანიზებული იყო ეს ყველაფერი,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ლგბტ პროპაგანდა მთელი მსოფლიოს პრობლემაა, საქართველოში კი მას ხელს რადიკალური ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი ახალისებს თავიანთი პირადი ინტერესების გამო.

„ეს არის მსოფლიოში უდიდესი პრობლემა იმიტომ, რომ ადამიანის გაუკუღმართებაზეა საუბარი. რომ გამოდიან ოპოზიციონერი ვაშაძე, თუ ხაბე, რომელსაც ახლა მარკეტინგის სამსახური ჩააბარეს პარტიის თავმჯდომარეობის ნაცვლად და დარბის ფასების გასარკვევად, და ამბობენ, თითქოს არ იციან რაზეა საუბარი. როგორ არ იციან – ბავშვების გეიაღლუმებზეა საუბარი, ასევე, იმაზე, რომ თურმე ტრანსგენდერის რძე იგივე ყოფილა, რაც დედის რძე.

საუბარია იმაზე, რომ თბილისი პრაიდი პირდაპირ მიმართავს დონორს და ეუბნება, როცა დამჭირდება, ფული მაშინ ჩამირიცხე და აქ მე აქციებს დავაორგანიზებო. ეს ნიშნავს იმას, რომ ზუსტად იგივე სცენარის განვითარებას აპირებენ, რაც შარშან 7-8 მარტს მოხდა. ამით პრაქტიკულად აღიარეს, რომ ეს საზოგადოების გულწრფელი პროტესტი კი არ იყო (უკვე ბოლო დღეებში), არამედ მათი ორგანიზებული იყო ეს ყველაფერი. ხალხს ჩვეულებრივი, კარგი კანონი, რომელიც ამერიკაში მოქმედებს და ახლა ევროპაშიც იღებენ, საზოგადოებას შეასაღეს ვითომ „რუსულ კანონად“ და ფული მიიღეს იმისთვის, რომ მოლოტოვის კოქტეილები ეყიდათ. ამდენად, გამოწვევა მიღებულია. ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიაში შევდივართ სლოგანით – ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ტრადიციებს და იდენტობას, ხოლო ოპოზიცია შემოდის სლოგანით – ვიცავთ ლგბტ პროპაგანდას. ამდენად, გინდა საქართველოს „გაელგებეტება“, თუ არ გინდა, ეს უნდა აღიარო,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა. .

Continue Reading

Previous: სხვა ქვეყნებში ჩატარებული „ვეტინგის“ შესახებ, მეტი არგუმენტაციაა საჭირო- ვიცით ალბანეთის მოდელი, როდესაც შედეგები არათუ დამაკმაყოფილებელია, არამედ ამან მეტი პრობლემები წარმოშვა
Next: უწმინდესის ღვაწლით, ქართული გალობა თავის კერას, ეკლესიას დაუბრუნდა, ანზორ ერქომაიშვილის, მისი თანამოაზრეების მეცადინეობით კი, ეს უნიკალური მემკვიდრეობა მსოფლიომ აღიარა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025