Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპარლამენტიდან, თუ ცალკეული ანალიტიკური ცენტრებიდან რაც არ უნდა გვიმტკიცონ, “გმირები” და “სახელმწიფო მოღვაწეები” ვერასდროს გახდებიან წინა ხელისუფლების კრიმინალები

მარშალ პრესი 14/03/2024
gia abashidze

მრავალჯერ დავაფიქსირე ის, რომ კრემლის პროპაგანდას ემსახურება დასავლეთის რიგი აქტორების მიერ სააკაშვილის, ადეიშვილის, კეზერაშვილის და სხვა ნაცჯალათების ე.წ. ჰეროიზაცია, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „თუ ჩვენ ვამბობთ, რომ პირში ვეუბნებით სიმართლეს ჩვენ მოყვარე, ჩვენ მეგობრებს ეს ანტიდასავლურობაა?! და ადეიშვილის გადაადგილება დასავლურობა?!“

აბაშიძის თქმით, არც ისაა დასავლური, როცა საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაზე მეოცნებე ნაცსექტის პერსონაჟები ფინანსდებიან უცხოური გრანტებით.

„მრავალჯერ დავაფიქსირე ის, რომ კრემლის პროპაგანდას ემსახურება დასავლეთის რიგი აქტორების მიერ სააკაშვილის, ადეიშვილის, კეზერაშვილის და სხვა ნაცჯალათების ე.წ. ჰეროიზაცია. “გმირები” და “სახელმწიფო მოღვაწეები” ვერასდროს გახდებიან წინა ხელისუფლების კრიმინალები, რაც არ უნდა გვიმტკიცებდნენ ევროპარლამენტიდან თუ ცალკეული ანალიტიკური ცენტრებიდან. ამასთან, არც ისაა დასავლური, როცა საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაზე მეოცნებე ნაცსექტის პერსონაჟები ფინანსდებიან უცხოური გრანტებით“, – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: სასარგებლო იდიოტების მდგომარეობაშია დღეს თითქმის მთელი ქართული ოპოზიცია
Next: როინ შავაძის საქმე გადაიგზავნა პროკურატურაში, რადგან საქმეში გამოიკვეთნენ შსს-ს თანამშრომლები. მას შემდეგ ამ საქმესთან წვდომა ან შეხება არ მქონია და ვერც მექნებოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.