Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • შემთხვევა

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

მარშალ პრესი 14/03/2024
afetqeba

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, კომერციულ ფართში მოხდა, რომელიც ამ დროისთვის არ ფუნქციონირებდა და იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

მათივე ინფორმაციით, მათ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შემთხვევის შედეგად ახლოს მიმდებარე კორპუსების მინებიც ჩაიმსხვრა. დაზიანებულია ავტომობილებიც.

კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილი გამოიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული არიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შესაბამისი უწყებების თანამშრომლები.

თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, სამტრედიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კორპუსიდან, სადარბაზოებიდან და საცხოვრებელი ბინებიდან გამოყვანილია ყველა მოქალაქე.

“სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა კორპუსის პირველი სართულის აფეთქება. ფართი არის კომერციული, შიგნით მცხოვრებლები არ იმყოფებოდნენ. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს კორპუსის დათვალიერება. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად კორპუსიდან, სადარბაზოებიდან და საცხოვრებელი ბინებიდან გამოყვანილია ყველა მოქალაქე. უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები”,- განაცხადა მუსელიანმა.

Post navigation

Previous: კარგით ბატონო შალვა რა არის, იმეორებთ კობახიძე-მდინარაძის ტრენდებს? – ვიკა ბუკია შალვა ნათელაშვილს (ვიდეო)
Next: ეკონომიკური წინსვლა გვქონდა იმ პერიოდში, როცა ვიღაცების გათვლით, ომში უნდა ვყოფილიყავით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.