IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

​თუ ყველა რეკომენდაციას დავიცავთ, რასაც მოვუწოდებთ მოსახლეობას და ამ ინტენსივობით განვითარდა ინფექცია ქვეყანაში ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდი საშიშროება არ გველის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.  მისივე ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 3 ახალი შემთხვევის დაინფიცირების წყარო ცნობილია.

​,,საერთო მდგომარეობა კონტროლირებადია, დღეს კიდევ 3 ახალი შემთხვევაა, ყველას წყარო ვიცით. ორი დაკავშირებულია ტრაილერის მძღოლებთან და ერთი კარანტინში იყო იდენტიფიცირებული. ასეთი ერთეული შემთხვევები ჯანდაცვის სისტემისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, გამოჯანმრთელების პროცენტი არის 85%. გრძელდება ინტენსიური ტესტირება დღესაც ჩატარებულია დაახლოებით 1500 ტესტი. თუ ყველა რეკომენდაციას დავიცავთ, რასაც მოვუწოდებთ მოსახლეობას და ამ ინტენსივობით განვითარდა ინფექცია ქვეყანაში ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდი საშიშროება არ გველის”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება