Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ხალხის ძალის“ ხმა არის საზოგადოების დაკვეთა იმიტომ, რომ ჩვენ ვახმიანებთ იმას, რაც რეალურად სჭირდება საზოგადოება

მარშალ პრესი 13/03/2024
tamta megrelishvili

„საზოგადოების დიდი ნაწილი საკმაოდ გონიერია და ოპოზიციურ სპექტრზე უკეთესადაც აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში არის არაჯანსაღი ოპოზიციური სპექტრი, რაც ქართული პოლიტიკის დიდი პრობლემაა.

„საზოგადოების დიდი ნაწილი საკმაოდ გონიერია და ოპოზიციურ სპექტრზე უკეთესადაც აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

მე ვფიქრობ, „ხალხის ძალის“ ხმა არის საზოგადოების დაკვეთა იმიტომ, რომ ჩვენ ვახმიანებთ იმას, რაც რეალურად სჭირდება საზოგადოებას და მეტსაც ვიტყვით, რომ ჩვენ ეროვნული ღირსება დავაბრუნეთ ქართულ პოლიტიკაში. ქართველ ხალხს, ჩვენს მოქალაქეებს დავუბრუნეთ ეროვნული ღირსება, მაშინ, როდესაც ვთქვით, რომ კონკრეტული საკითხები ჩვენთვის მიუღებელია და არის საკითხები, რომელთა დაკავშირებით დავსხდებით, ვისაუბრებთ და კონსენსუსამდე მივალთ.

ანუ, ამაში ახალი და მიუღებელი არაფერი არ არის, პირიქით, ეს არის მისაღები ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად, უბრალოდ ჩვენ არ გვყავს ჯანსაღი ოპონირებადი ძალა, რომელიც ამ ეროვნულ თამაშში გამოგყვება და ეს არის დღეს ძირითადად ქართული პოლიტიკის და ოპოზიციური სპექტრის დიდი პრობლემა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.“

Post navigation

Previous: პოზიციას ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე რატომ არ აფიქსირებენ იცით?- გარეთ მათი პატრონების ეშინიათ, შიგნით ქართველი ხალხის
Next: რადიკალური ოპოზიცია ერთი ბატონის მსახურია – იმ ძალისა, რომელმაც სააკაშვილს 2008 წელს დაკვეთა მისცა – მიხეილ ყაველაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.