Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არ ისვენებს გლობალური ომის პარტია, მუდმივი არეულობა სურთ საქართველოში, რომ სუვერენული ქვეყნის მართვა გაუადვილდეთ – გია აბაშიძე

მარშალ პრესი 13/03/2024
gia abashidze

ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ხალხის ძალის” მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენების გამოძიების დაწყების აუცილებლობას ეხება, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც “ხალხის ძალის” განცხადებაშია ნათქვამი, “ზურაბიშვილმა სააკაშვილი მხოლოდ იმავე ძალის დავალებით შეიძლება შეიწყალოს, რომელმაც 2008 წელს სააკაშვილს ომის დაწყება დაავალა”. ანალიტიკოსის შეფასებით, თუ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, ეს ქვეყნის ღალატი იქნება.

“არ ისვენებს გლობალური ომის პარტია, მუდმივი არეულობა სურთ საქართველოში, რომ სუვერენული ქვეყნის მართვა გაუადვილდეთ. მოღალატე სააკაშვილმა გარედან დავალებით დაიწყო აგვისტოს ომი და მეტად დაგვაშორა აფხაზ და ოს თანამემამულეებს. თუმცა, საქართველო იქნება ერთიანი და ძლიერი.
თუ ფორმალურმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, რომელიც ფარისევლურად “ქადაგებს” დეპოლარიზაციაზე, ავაზაკი სააკაშვილი შეიწყალა, ეს იქნება საქართველოს ღალატი. სათქმელი პირდაპირ უნდა ითქვას!” – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა
Next: სწორედ რომ 2008 წლის ომის ფაქტებზეა სააკაშვილი და მისი გუნდი პასუხისგებაში მისაცემი – ირაკლი ლატარია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.