Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ის ფაქტი, რომ ბევრი რამ გამოსაძიებელია 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ისედაც გასაგებია, თუნდაც იმიტომ, რომ ვერავინ შეძლოს ქვეყნის ინტერესების პოლიტიკური ზრახვებისთვის მანიპულირება

მარშალ პრესი 13/03/2024
levan nikoleishvili

ის ფაქტი, რომ ბევრი რამ გამოსაძიებელია 2008 წლის ომთან დაკავშირებით ისედაც გასაგებია. თუნდაც იმიტომ, რომ ვერავინ ვერ შეძლოს ქვეყნის ინტერესების თავის პოლიტიკური ზრახვებისთვის მანიპულირება, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “ხალხის ძალის” განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ “2008 წელს ჩადენილი უმძიმესი დანაშაული “ნაციონალურ მოძრაობას” თავად აქვს აღიარებული ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, სადაც ჩაიწერა, რომ 2008 წლის აგვისტოში „სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები“ ქართული მხარის მიერ „ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვით“ დაიწყო, რასაც „რუსეთის საპასუხო შეტევა“ მოჰყვა.”

ნიკოლეიშვილის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში საქართველოს საწინააღმდეგო ჩანაწერების ავტორები დღესაც თავისუფლად დადიან, სამართლებრივი ლაფსუსია.

“ის ფაქტი, რომ ბევრი რამ გამოსაძიებელია 2008 წლის ომთან დაკავშირებით ისედაც გასაგებია. თუნდაც იმიტომ, რომ ვერავინ ვერ შეძლოს ქვეყნის ინტერესების თავის პოლიტიკური ზრახვებისთვის მანიპულირება.

რაც შეეხება იმას, რომ ევრორეზოლუციაში ჩვენი სახელმწიფოს საწინააღმდეგო წინადადებები ჩაიწერა და მისი ავტორები დღესაც თავისუფლად “დანავარდობენ”, პირადად სამართლებრივ ლაფსუსად მიმაჩნია, რომლის გამოსწორებაც ნამდვილად მიზანშეწონილია.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: თუ გლობალური ომის პარტია კიდევ არ მოისვენებს და ზურაბიშვილს შეაწყალებინებს პატიმარ სააკაშვილს, ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს არის პირდაპირი ცეცხლის გახსნა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ უცხოური ძალების მხრიდან
Next: მოსახლეობის თვალის ასახვევად თითქოს ერთმანეთს ვერ ეწყობიან, სინამდვილეში, ნაცების სხვადასხვა განშტოებას წარმოადგენენ და იმართებიან ქვეყნის გარედან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.