Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებელი განმარტავს, რომ საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ევროვიზიაზე უკრაინას ყველაზე მაღალი შეფასება მისცა და გაუგებრობის საკითხზე, კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევენ

მარშალ პრესი 15/05/2022
„ევროვიზია“

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზია 2022-ზე ეროვნული ჟიურის ქულებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროვიზიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოდან, მაყურებელმა ყველაზე მაღალი შეფასება (12 ქულა) უკრაინას მისცა. ჟიურის მიერ მინიჭებულ ქულებში კი აღნიშნულია, რომ უკრაინას 6 ქულა მიანიჭეს.

იტალიაში, ევროვიზია 2022-ის ფინალურ კონცერტზე, გამარჯვებული უკრაინა გახდა. ქვეყანა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ, სიმღერით Стефанія წარადგინა.

Post navigation

Previous: სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ყირიმ-კონგოს შესახებ საინფორმაციო კამპანიას ატარებენ
Next: ეროვნულ გვარდიას სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადაეცა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.