Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში,ხელვაჩაურის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

მარშალ პრესი 12/03/2024
04504

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო, პროგრამის ფარგლებში კრებები მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელში გაიმართება და განსახორციელებელ პროექტებს თავად მოსახლეობა ღია კენჭისყრით შეარჩევს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე, საკრებულოს წევრები და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები სოფელ მახინჯაურის, შუა მახინჯაურის და განთიადის მოსახლეობას შეხვდნენ, პროგრამის ბიუჯეტი 968 000 ლარია.

აღნიშნული ფორმატის შეხვედრები, მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას და მოქალაქეთა გადაწყვეტილების საფუძველზე პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით პრიორიტეტების დაგეგმვას ითვალისწინებს, რომ მოსახლეობამ პრიორიტეტების მიხედვით თავად აირჩიოს საკუთარ სოფელში განსახორციელებელი პროექტები.

შეხვედრები მიმდინარე წლის 12 მარტს დაიწყო და 21 მარტამდე გაგრძელდება.

Continue Reading

Previous: უკრაინა-საქართველოს შორის ურთიერთობა გააფუჭა უკრაინულმა მხარემ „ნაციონალური მოძრაობის“ გამო, ყოველდღე ახალი დამნაშავის და მწამებლის შეფარებით
Next: დღეს, როგორც არასდროს საქართველო სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა, შიდა და გარე მტრები ცდილობენ დაგვაბრუნონ ძველ ორბიტაზე, როცა საქართველოს ხელისუფლება ხან მოსკოვს ემორჩილებოდა და ხან ვაშინგტონს – ნინო ფოჩხუა ვეტინგის სისტემაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025