Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირში ღირებულებათა გადაფასების პროცესი მიმდინარეობს, რაც საბოლოო ჯამში, ადამიანებში იწვევს ფართოდ რეკლამირებული ევროპული ღირებულებების ნიველირებას

მარშალ პრესი 12/03/2024
edisher gvenetadze

ფართოდ გაჟღერებული ევროპული ღირებულებების უამრავი წყლული წარმოაჩინა თანამედროვეობამ. ზოგჯერ იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირში ღირებულებათა გადაფასების ისეთი პროცესი მიმდინარეობს, როგორც ეს იყო გასული საუკუნის 1980-იანი წლების საბჭოთა კავშირში – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ უმძიმეს დანაშაულებში მსჯავრდადებული ადამიანების თავისუფლად გადაადგილება ევროპის ქვეყნებში, საზოგადოებაში აჩენს კითხვებს, რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ერთგული.

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, საერთაშორისო დონის კრიმინალების მფარველობა, მექრთამეობის ისეთი მაგალითები, როგორიც “კატარგეითი” იყო, საზოგადოებაში ევროპული ღირებულებების ნიველირებას უწყობს ხელს.

“ფართოდ გაჟღერებული ევროპული ღირებულებების უამრავი წყლული წარმოაჩინა თანამედროვეობამ. ზოგჯერ იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირში ღირებულებათა გადაფასების ისეთი პროცესი მიმდინარეობს, როგორც ეს იყო გასული საუკუნის 1980-იანი წლების საბჭოთა კავშირში.

ასე მაგალითად – პოლიტიკის და კორუფციის ანუ დაკანონებული ლობიზმის შერწყმა ერთმანეთთან, თეთრის შავად წარმოდგენა და შავის თეთრად და ამის ნიადაგზე ადამიანებისათვის თვალებში ნაცრის შეყრა, საერთაშორისო დონის კრიმინალების უაპელაციოდ პატრონობა და მფარველობა, არნახული მასშტაბების მექრთამეობა (ე.წ. კატარგეიტი მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში), პოსტსაბჭოთა ქვეყნების შინაურ საქმეებში უპრეცედენტო მასშტაბებით ჩარევა და ისეთ დამნაშავე, ვაი-პოლიტიკოსებზე საკუთარი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე შეფობა, როგორებიცაა: სააკაშვილი, ზელენსკი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე… რაც საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ ადამიანებში იწვევს ფართოდ რეკლამირებული ევროპული ღირებულებების ნიველირებას!” – წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: არახამიას ასეთი დამოკიდებულება იმ არამეგობრული დამოკიდებულების გაგრძელებაა, რაც არა მხოლოდ არამეგობრულობას, არამედ ამ ქვეყნის მტრობას ნიშნავს
Next: ადამიანებს აცვიათ მაისური მიხეილ სააკაშვილის წარწერით და ატყუებენ ხალხს, რომ სააკაშვილის გუნდია – გიული ალასანია (ვიდეო)

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025