Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველაფერს ვაკეთებთ და ვახერხებთ ორი კრიზისის, ომების და პანდემიის ფონზე 6%-ზე შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი

მარშალ პრესი 12/03/2024
mamuka mdinaraZe

ფასები ყველას აწუხებს, ნებისმიერი ოჯახის წევრს აწუხებს ფასების ზრდა, მაგრამ საქართველომ მოახერხა დასტაბილურება, იმგვარად, რომ ამ თვეში საერთოდ ნული გვაქვს ინფლაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ ორი კრიზისის, ომების და პანდემიის ფონზე 6%-ზე შეინარჩუნოს ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი, მაშინ როცა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 8,4% იყო.

“ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი იყო და არის 6%, „ნაცების“ დროს იყო 8,4%, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ გადავიარეთ ორი კრიზისი, როცა რეგიონში არის ორი ომი და 3 წლის განმავლობაში კოვიდ-პანდემია გვქონდა, ასეთ რთულ პერიოდშიც კი ჩვენ შევძელით, საბოლოოდ წლიური ინფლაცია ყოფილიყო 6%, რაც ასევე კარგი კი არ არის, ცუდია და აწუხებს მომხმარებელს, მაგრამ „ნაცები“, რომლებიც ამაზე ლაპარაკობენ როზნერის დავალებით და ლგბტ თემის გადასაფარად, თურმე მათი იყო 8,4%, თან ასეთი გამოწვევები მათ დროს არ ყოფილა.

ეს არის ჩვენი პასუხი, მარტივი, ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ კარგია ფასების ზრდა, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ და ვახერხებთ ორი კრიზისის, ომების და პანდემიის ფონზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაინც 6%-ზე შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. როცა 10 და 15 პროცენტი იყო ინფლაცია, მაშინ არ გახსენებიათ და ახლა გაახსენდათ ნულზე რომ ჩამოვედით პრაქტიკულად, ეს არის ჩვენი პასუხი მათ სპეკულაციაზე, თორემ ფასი ყველას აწუხებს, ყველას ოჯახის წევრს დაუწუწუნია იმაზე, რომ რაღაც ღირს უფრო ძვირი, ვიდრე აქამდე ღირდა“ , – განაცხადა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: დიდუბის რაიონის გამგეობამ, დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ღონისძიება სახელწოდებით „გაზაფხულის დღესასწაულები“ გამართა
Next: პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება – მიმართა შესაბამის სახელმწიფოებს, რომ ქართული მართლმსაჯულების მიერ დამნაშავედ გამოცხადებული პირი გადმოსცენ საქართველოს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025