Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია „ვეტინგი“, რომელიც კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება

მარშალ პრესი 12/03/2024
irakli kobakhidze3

ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია „ვეტინგი“, რომელიც კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ასეთი პროცესები მიუღებელია.

„როგორც იურისტმა, შემიძლია დავადასტურო, რომ „ვეტინგი“ არა მხოლოდ ფორმალურად ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას, არამედ ეწინააღმდეგება, პირველ რიგში, ზოგად, საზოგადო კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს. აქედან გამომდინარე, პირადად ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, „ვეტინგი“ კატეგორიულად მიუღებელია. „ვეტინგის“ მსგავსი რამ საქართველოში განხორციელდა 2004 წელს და ამ ყველაფერმა რაც მოიტანა, საზოგადოებისთვის ნათელია.

ეს იყო სასამართლოს სრული დამორჩილება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, სააკაშვილი-ადეიშვილის რეჟიმის მიერ. აქედან გამომდინარე, „ვეტინგი“ მიუღებელია არა მხოლოდ ფორმალური სამართლებრივი მოსაზრებებიდან გამომდინარე, არამედ, პირველ რიგში, პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე. ადეიშვილის ყოფილი მოადგილე წოწორია ატარებს „ვეტინგს“ მოლდოვაში და ყველას შეგიძლიათ, ივარაუდოთ, როგორ დასრულდება ეს. ჩვენთვის ასეთი პროცესები მიუღებელია“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

Continue Reading

Previous: ჩვენ ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ ორი წელი ატყუებდნენ საზოგადოებას, ცდილობდნენ, საზოგადოება მოეტყუებინათ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო მომაკვდავ მდგომარეობაში
Next: უცხოური ფული ძირითადად ხმარდება ფსევდო ლიბერალიზმის გავრცელებას საქართველოში. ამიტომ, თუკი ამ მიმართულებით დაფინანსებას შეამცირებენ, ნამდვილად გაგვიხარდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025