IMG.GE IMG.GE

ცნობილი გახდა დაღუპული ფეხბურთელის საქმის ოქროს მოწმეების ჩვენებების შინაარსი. “კურიერმა” ექსკლუზიურად მოიპოვა  ორი ჩვენება, რომელიც გიორგი შაქარაშვილის მეგობარმა გურამ ამირხანაშვილმა და დაკავებულმა ვასილ მახარაძემ გამოძიებას მისცეს. ამირხანაშვილის  ჩვენებაში დეტალურად არის აღწერილი, როგორ გარბოდნენ ახალგაზრდები თავის გადასარჩენად.

მე, გიორგი შაქარაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი გავიქეცით მდინარე არაგვზე მიმავალი ხიდის მიმართულებით. დავინახეთ, რომ შავი ფერის მანქანიდან გადმოვიდა რამდენიმე პირი და გამოგვეკიდა. მე, შაქარა და ვახტანგი გავიქეცით უკან. გადავირბინეთ თითქმის გზის დიაგონალი. შაქარა მირბოდა წინ, შემდეგ მიყვებოდა ახვლედიანი და შემდეგ მივყვებოდი მე. გიორგიმ და ვახტანგმა ხიდის ქვეშ ჩაირბინეს, მე გვერდით გავიქეცი. გზის გვერდით დავინახე ძველი ფერადი შენობა და გავიქეცი ამ მიმართულებით.

მანქანაში მეშვიდე ვიყავი და წამოვედი თბილისის მიმართულებით, ვითხოვე, რომ მანქანა გაეჩერებინათ, რადგან შაქარა მომეძებნა, მკითხეს, თუ რატომ უნდა ჩამოვსულიყავი მანქანიდან, მიზეზი დავუმალე, შემეშინდა. მანქანა არ გამიჩერეს,“- ამბობს ჩვენებაში გურამ ამირხანაშვილი.

კიდევ ერთი პირის, ვასილ მახარაძის ჩვენებაში ნათქვამია, რომ  მან და მისმა მეგობრებმა ავტობანზე ოთხი ბიჭი შენიშნეს, რომლებიც გარბოდნენ, მანქანა გააჩერეს და ბიჭებს მოუწოდებდნენ არ გაქცეულიყვნენ, რადგან საშიში არაფერი იყო.

ავტობანზე, არმისული ხიდთან შევნიშნეთ გზაზე მოძრავი ოთხი პიროვნება, გავაჩერეთ. ოთხივე უკან გაიქცა. გადმოვედით მანქანიდან და მათ ვუყვიროდით, რომ გაჩერებულიყვნენ და არაფრის შეშინებოდათ. მე, ვახო ჩიქოვანი და მისი ერთი ძმაკაცი ჩავჯექით მანქანაში და მოვატრიალეთ უკან, ჩვენი სამი მეგობარი კი იმ ბიჭებს მისდევდნენ და ეძახდნენ გაჩერებულიყვნენ.

ჩვენ კი ამასობაში ბუჩქებთან ვიპოვეთ გურამ ამირხანაშვილი, ამ ბიჭის თქმით, მას ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია. გვითხრა, რომ შაქარაშვილს ვერ პოულობდა, რადგან მას ტელეფონი არ ჰქონდა. ამის შემდეგ ყველანი მანქანაში ჩავსხედით და თბილისში წამოვედით,”– ნათქვამია ვასილ მახარაძის ჩვენებაში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება