Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არახამიამ იმ ქვეყნის ენა არ იცის საიდანაც „ფესვები“ გააჩნია, ყველაზე კარგად იმ ენაზე მეტყველებს რომელთანაც ომი აქვს, ჯიბეში კი ამერიკული პასპორტი უდევს

მარშალ პრესი 12/03/2024
levan nikoleishvili

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა და აქედან გამომდინარე, არახამიასა თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას ქართული მხარე არ აპირებს, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ნიკოლეიშვილის განცხადებით, დავით არახამიას ნათქვამს სერიოზული მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს, თუმცა, ის, რომ უკრაინა დღეს არახამიას მსგავსი პირების ხელშია, დიდი ტრაგედიაა.

“ავანტიურისტი არახამია რას იტყვის თუნდაც იმიტომ არ არის საინტერესო, რომ ამ სუბიექტს ჯერ ის ვერ გაურკვევია ეროვნებით ვინ არის- იმ ქვეყნის ენა (ქართული) მან არ იცის საიდანაც „ფესვები“ გააჩნია, ასევე არ იცის ის ენა( უკრაინული) სადაც ცხოვრობს და დიდი ფულს შოულობს, სამაგიეროდ ს ყველაზე კარგად იმ ენაზე( რუსულზე) მეტყველებს, რომელთანაც „მის ქვეყანას“ ომი აქვს! მთავარი კი ის არის, რომ ჯიბეში ამერიკული პასპორტი უდევს, ალბათ ყოველ შემთხვევისათვის, თუ საჭირო გახდება სწორედ იქ რომ გაქუსლოს. ახლა, ვინმე თუ ფიქრობს მის ნათქვამს რამე სერიოზული მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს, ეს უკვე მისი ვიწრო პოლიტიკური აზროვნების გამოხატულებაა. დღეს, რომ უკრაინა ასეთი ხალხის ხელში რომ არის, ეს რუსეთთან ომზე არანაკლები ტრაგედია გახლავთ.” – წერს ნიკოლეიშვილი.

Continue Reading

Previous: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სუფსასა და ხაჯალიაში საბავშვო ბაღები გაიხსნა
Next: ლევან ხაბეიშვილმა პარტიის მანქანა “გააზაპრავკა”

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025