Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამიტომ ვაქცევთ ამხელა ყურადღებას ადეიშვილის ვიზიტს ბრიუსელსა თუ ბერლინში – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 12/03/2024
irakli kobakhidze3

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წერილი შეაფასა, რომელიც მან ზურაბ ადეიშვილის ვიზიტებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„ძალიან სწორი აქცენტია [პაპუაშვილის წერილში]. ეს არის ფუნდამენტური საკითხი. ღირებულებების საკითხი და ამიტომ ვაქცევთ ამხელა ყურადღებას ადეიშვილის ვიზიტს ბრიუსელსა თუ ბერლინში. ჩვენ გვაინტერესებს რამდენად მყარია ღირებულებების აღქმა ევროპულ ბიუროკრატიაში. ამიტომ გვაქვს ასეთი მძაფრი რეაქცია ამ ვიზიტზე. ეს არის მთავარი საკითხი, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროპული ბიუროკრატია არის სამართლის, უზენაესობის პრინციპის ერთგული“, – აღნიშნა პრემიერმა.

ქართველი ხალხი მოელის, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთგულნი იქნებიან ჩვენი საერთო ღირებულების კანონის უზენაესობის მიმართ, უარს იტყვიან რუხ ზონებზე და საჭირო ნაბიჯებს გადადგამენ. კანონის უზენაესობა ევროკავშირში არჩევითი კი არა, აუცილებელია – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

Continue Reading

Previous: The Guardian-ის მიხედვით, ტრანსგენდერთა ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიული ასოციაციის შიდა ფორუმიდან ასობით შეტყობინებამ გაჟონა, რომლებშიც ექიმები და მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტები შემაშფოთებელ დეტალებზე საუბრობენ
Next: როდესაც უმძიმეს დანაშაულებში მსჯავრდებული პირები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპის ქვეყნებში, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ერთგული

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025