ძალიან კარგად მახსოვს, შენი დამოკიდებულება, მელიასთან დაკავშირებით რომ მოიწერე, ქართულ პოლიციაზე, რომლის მინისტრიც იყავი – სამხარაძე გახარიას მიმართავს

9352
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი სამხარაძე გიორგი გახარიას მიმართავს.

“რეკორდულად მცირე დროში დასრულდა მოღალატე გამაერთიანებლის პოლიტიკური მოღვაწეობა, უკვე ფინიშია, რადგან დაფუძნებული იყო ტყუილზე, შარლატანობაზე და ხალხის აბუჩად აგდებაზე!
ამ მოკლე პერიოდში, ბევრს ატყუებდნენ, ზოგიერთს ხვდებოდნენ, პირად შეტყობინებებს უგზავნიდნენ, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი ქართულ ოცნებას აღარ უჭერდა მხარს და მისთვის საყრდენი ძალა მოღალატე გახარიას დაჯგუფება იყო! ბლეფი! დღეს სად ხარ? ჭორაობის გარეშე? 
P.S. იცოდე ძალიან კარგად მახსოვს, შენი დამოკიდებულება, მელიასთან დაკავშირებით რომ მოიწერე, ქართულ პოლიციაზე, რომლის მინისტრიც იყავი. ამას ცოტა მოგვიანებით შეგახსენებ.
მაინტერესებს, შემდეგ როგორ ჩახედავ თვალებში, ჩვენს ღირსეულ პოლიციელებს.” – წერს სამხარაძე
კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება