Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ტექნიკური, საბუნებისმეტყველო, სამედიცინო განათლების კუთხით ონლაინ განათლება დაუშვებელი და შეუძლებელია

მარშალ პრესი 12/03/2024
giorgi amilakhvari

ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციას სჭირდება ის გადაწყვეტილებები, რაც კანონით არის დაინიცირებული და რაც გულისხმობს იმას, რომ კანონის მიღების შემდგომ, საქართველოში არსებულ ყველა ავტორიზებულ უნივერსიტეტს ექნება შესაძლებლობა [ონლაინ სწავლება დანერგოს], – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

„ეს მიმართულებები იქნება საბაკალავრო-სამაგისტრო სწავლების ისეთი მიმართულებები, სადაც თეორიული სალექციო-სასემინარო პროცესის განხორციელება დისტანციურად არის შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ უნივერსიტეტებს ვაძლევთ შესაძლებლობას, არსებული პროგრამის ფარგლებში გარკვეული კომპონენტები განახორციელონ ონლაინ და არანაირი სავალდებულო მექანიზმი არ არის. ასევე, მათ შეეძლებათ გაიარონ ახლიდან აკრედიტაცია და სრულად შექმნან ონლაინ სწავლების პროგრამა. მაგრამ ვაზუსტებ, ეს იქნება მხოლოდ განსაზღვრული მიმართულებებით, ვინაიდან, ტექნიკური, საბუნებისმეტყველო, სამედიცინო განათლების კუთხით, ონლაინ განათლება დაუშვებელი და შეუძლებელია“, – აღნიშნა ამილახვარმა.

Continue Reading

Previous: დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ნაბიჯები უნდა იყოს ორმხრივი და შემხვედრი. ეს ნაბიჯები ევროკავშირმაც უნდა გადადგას
Next: The Guardian-ის მიხედვით, ტრანსგენდერთა ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიული ასოციაციის შიდა ფორუმიდან ასობით შეტყობინებამ გაჟონა, რომლებშიც ექიმები და მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტები შემაშფოთებელ დეტალებზე საუბრობენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025