Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბურთი ევროკავშირის მოედანზეა. იქ უნდა გაავლონ ტოლობის ნიშანი ადეიშვილ/კეზერაშვილსა და საქართველოს შორის

მარშალ პრესი 12/03/2024
david kartvelishvili

“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს პროკურატურის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომლითაც ირკვევა, რომ საქართველოს პროკურატურამ გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით მიმართა.

ქართველიშვილი წერს, რომ მხოლოდ უკანასკნელ ორ წელიწადში საქართველომ პირველივე მსგავსი მოთხოვნების საფუძველზე აშშ-ს, იტალიას, თურქეთს გადასცა არაერთი, მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე. ამ მგძნობიარე სფეროში “ცალმხვრივი მეგობრობის” პრაქტიკა უნდა დასრულდეს.

ქართველიშვილის თქმით, ბურთი ევროკავშირის მოედანზეა და იქ უნდა გაავლონ ტოლობის ნიშანი საკუთარ აგენტებსა და თავის პარტნიორებს შორის.

“ყოველი დღე გვაახლოვებს რეალურ დე-ფაქტო დეკოლონიზაციისაკენ. მხოლოდ უკანასკნელ ორ წელიწადში საქართველომ პირველივე მსგავსი მოთხოვნების საფუძველზე აშშ-ს, იტალიას, თურქეთს გადასცა არაერთი, მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე. ამ მგძნობიარე სფეროში “ცალმხვრივი მეგობრობის” პრაქტიკა უნდა დასრულდეს. საქართველოს ისტორიაში მსგავსი კოლონიალური დამოკიდებულების არაერთი პრეცედენტი გვქონდა. ყველა მათგანი ძალიან ცუდად დასრულდა თავად კოლონიზატორებისთვის. არადა, საქართველოსთან მეგობრობისა და თანაბარუფლებიანი პარტნიორობის საფუძველზე ურთიერთობა ერთადერთი წარმატებული ფორმულაა ნებისმიერი სტრატეგიული თანამშრომლობისა. ეხლა ბურთი ევროკავშირის მოედანზეა. იქ უნდა გაავლონ ტოლობის ნიშანი ადეიშვილ/კეზერაშვილსა და საქართველოს შორის. საკუთარ აგენტებსა და თავის პარტნიორებს შორის. ვიცოდი, დღეს რაღაც გამიხარდებოდა”.- წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: ნიკებმა ერთმანეთს თითები მიადეს და გამარჯვება ჩაიფიქრეს
Next: დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ნაბიჯები უნდა იყოს ორმხრივი და შემხვედრი. ეს ნაბიჯები ევროკავშირმაც უნდა გადადგას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025