Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მაია კოპალეიშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილთან კონტაქტი აღარ აქვს

მარშალ პრესი 11/03/2024
maia kopaleishvili

მაია კოპალეიშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილთან კონტაქტი აღარ აქვს. ამის შესახებ მან 11 მარტს, ტვ “პირველი”-ს ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

“სალომე ზურაბიშვილთან კონტაქტი აღარ მაქვს. მე ვიყავი მისი წარმომადგენელი როგორც იურისტი. ვიცავდი მის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით. იქ დასრულდა ჩემი და ქალბატონი სალომეს სამართლებრივ საკითხებზე ურთიერთობა.

რაც შეეხება პოლიტიკურ თემას, ქალბატონი სალომე არის საქართველოს პრეზიდენტი, ასრულებს თავის უფლებამოსილებას.

თუკი მას რაიმე პოლიტიკური მიზნები აქვს, არ მოერიდება, რომ თქვას და ალბათ, ადრესატი იმისა, თუ რას აპირებს სალომე, ეს ისევ სალომეა. რაც შეეხება ჩემთან მიმართებით რატომ ხდება ამ თემის დაკავშირება, ძალიან მეღიმება. შეუძლებელია, როგორც იურისტმა, ამ თემას სერიოზულად შევხედო. სამართლებრივ ნაწილში ჩვენ ერთმანეთს აზრებს ვუცვლიდით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურ საკითხებზე აზრები გვაქვს გაცვლილი. როდესაც ქალბატონ სალომეს ვხვდებოდი, საუბარი გვქონდა მხოლოდ იმპიჩმენტის საკითხზე”, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

შეგახსენებთ, მაია კოპალეიშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის დროს მის უფლებებს იცავდა, ხოლო რამდენიმე დღის წინ ის ნიკა გვარამიას ახალი გუნდის წევრი გახდა.

Continue Reading

Previous: არაფერი ახალი, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას ახალი პარტია სინამდვილეში არის ძველი „ნაციონალური მოძრაობის“ დესანტი პოლიტიკაში
Next: ნანუკა ჟორჟოლიანმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი უკვე გააკეთა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025