Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თავდაცვის სამინისტროში გენერალ ბრედ ნიკოლსონს უმასპინძლეს

მარშალ პრესი 11/03/2024
430449517_397666026328696_3179365903205683846_n

საქართველოში ვიზიტით აშშ-ის არმიის უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი ბრედ ნიკოლსონი იმყოფება. ამერიკელ გენერალს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა უმასპინძლეს.

შეხვედრებზე მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ ამერიკელ გენერალს აშშ-ის მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა აშშ-ის უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის სარდლობასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მიმდინარეობასა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციისა და ტრანსფორმაციის პროცესში სარდლობის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი. საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) განხორციელების პროგრესს.

Continue Reading

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება
Next: არაფერი ახალი, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას ახალი პარტია სინამდვილეში არის ძველი „ნაციონალური მოძრაობის“ დესანტი პოლიტიკაში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025