Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოში ღირსება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე – საჭმელ-სასმელზე ზრუნვა – ეკა სეფაშვილი

მარშალ პრესი 11/03/2024
eka sepashvili

„რადიკალურ ოპოზიციას და მათ დამკვეთებს ძალიან დიდი შეცდომა მოსდით იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ და არ ხედავენ – საქართველოში ღირსება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე – საჭმელ-სასმელზე ზრუნვა“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ვერ ბედავს თქვას, რომ ლგბტ პროპაგანდა ცუდია.

„რა თქმა უნდა, ეს საკითხებიც მნიშვნელოვანია და ჩვენი სახელმწიფო მისდევს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის პოლიტიკას, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ეკონომიკური დოვლათი ქვეყანაში გროვდება, ეს მოსახლეობის ყველა ფენას თანაბრად უნდა შეეხოს; უნდა მოხდეს განვითარებაზე, სოციალურ პროგრამებზე, კაპიტალურ ხარჯებზე ორიენტირება, რომ თანაბრად მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ასე რომ, რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, როცა ვითომ სიღარიბესა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ყურადღება გადააქვთ, არის ღია კარის ძალით შემტვრევის მცდელობა, რადგან ამაზე ჩვენ თვითონაც ვსაუბრობთ და ამის შესახებ გვაქვს პროგრამები. აქ მთავარი არის ის, რომ ისინი ცალსახად ვერ ბედავენ თქვან, რომ ლგბტ პროპაგანდა ცუდია“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Continue Reading

Previous: საქართველოში არაფერი აზიანებს დასავლურ განწყობებს ისე, როგორც კრიმინალების თავისუფალი გადაადგილება ევროპაში – მამუკა მდინარაძე ადეიშვილზე
Next: ნიკა გვარამია და ნიკა მელია ძველი სახელებითა და ნეგატიური წარსულით „ახალი“ პოლიტიკის დაწყებას აპირებენ, მაგრამ, ხალხმა კარგად იცის, რომ „არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა“

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025