Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნარკომანია არ არის მხოლოდ ცალკეული ადამიანების პრობლემა, არამედ, ეს დაავადება კომპლექსურია. ყინული დაძრულია და ამ პრობლემის ირგვლივ სახელმწიფო პოლიტიკა ძალიან მალე ხელშესახები შედეგებით განისაზღვრება

მარშალ პრესი 11/03/2024
tamta megrelishvili

“პრემიერ-მინისტრის პოზიცია და ხედვა ამ პრობლემის მოგვარებაზე მკაფიოდ ჩამოყალიბებულია. მისი ინიციატივით შესაბამის სამინისტროებს უკვე დაევალა ამ საკითხის გადასაწყვეტად ერთიანი გეგმის შემუშავება. ყინული დაძრულია და ამ პრობლემის ირგვლივ სახელმწიფო პოლიტიკა ძალიან მალე ხელშესახები შედეგებით განისაზღვრება,” – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლების მიმართ საჭიროა ზრუნვა, თუმცა ნარკორეალიზატორებზე მაქსიმალური სიმკაცრე.

მეგრელიშვილის თქმით, ნარკომანია არ არის მხოლოდ ცალკეული ადამიანების პრობლემა, არამედ, ეს დაავადება კომპლექსურია და მისი დაძლევის სირთულე სწორედ მისი უარყოფითი ზემოქმედების ფარგლებია, რომელიც ხშირად დანაშაულის ჩადენის, ანტისაზოგადოებრივი და არაჯანსაღი დამოკიდებულებისა და აზროვნების, და სოციალური ნგრევის პროცესში აისახება.

„ნარკოტიკების მოხმარება ხშირად ან ინტერესის გამო ან მიმბაძველობით იწყება. ადამიანები სამწუხაროდ იშვიათად იაზრებენ, თუ რა ნეგატიური ზეგავლენა აქვს ამა თუ იმ ნარკოტიკულ საშუალებას მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, სოციალურ გარემოზე და ზოგადად, მთელ ცხოვრებაზე. მათ ჰგონიათ, რომ ადვილად შეძლებენ ამ ნივთიერებების მოხმარებაზე უარის თქმას.

თუმცა, რაც დრო გადის, ისინი უფრო დამოკიდებულნი რჩებიან ამ მომაკვდინებელ ნივთიერებებზე. ნარკოდამოკიდებულ ადამიანს უყალიბდება როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქიკური დაუძლეველი ლტოლვა ფსიქოაქტიური ნივთიერებისადმი, რაც აუარესებს მისი ცხოვრების ხარისხს. შესაბამისად, ნარკომანია არ არის მხოლოდ ცალკეული ადამიანების პრობლემა, არამედ, ეს დაავადება კომპლექსურია და მისი დაძლევის სირთულე სწორედ მისი უარყოფითი ზემოქმედების ფარგლებია, რომელიც ხშირად დანაშაულის ჩადენის, ანტისაზოგადოებრივი და არაჯანსაღი დამოკიდებულებისა და აზროვნების, და სოციალური ნგრევის პროცესში აისახება. პრემიერ-მინისტრის პოზიცია და ხედვა ამ პრობლემის მოგვარებაზე მკაფიოდ ჩამოყალიბებულია. მისი ინიციატივით შესაბამის სამინისტროებს უკვე დაევალა ამ საკითხის გადასაწყვეტად ერთიანი გეგმის შემუშავება. ყინული დაძრულია და ამ პრობლემის ირგვლივ სახელმწიფო პოლიტიკა ძალიან მალე ხელშესახები შედეგებით განისაზღვრება“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Continue Reading

Previous: მაღალ პროფესიონალიზმს წესიერება, პატიოსნება, გულისხმიერება და ადამიანობა განსაზღვრავს, რაც არ აკლია მიხეილ სარჯველაძეს
Next: ბუნდესტაგმაც” და ევროპელმა ლიდერებმაც უნდა გააცნობიერონ ის საფრთხე, რაც საქართველოში ძებნილი კრიმინალის მიღებას შეიძლება მოჰყვეს – ანტიევროპული განწყობების ხელშეწყობა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025