Skip to content
22/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ნატო-ს გენმდივნის მოადგილე – საქართველოს ხელმძღვანელობა მიწვეული იქნება სამიტზე – საქართველო არის გაძლიერებული შესაძლებლობების მქონე პარტნიორი, რომელთანაც ნატო-ს ხანგრძლივი თანამშრომლობა აქვს

მარშალ პრესი 15/05/2022
მირჩა ჯოანა

საქართველოს ხელმძღვანელობა მიიღებს მოწვევას ნატო-ს სამიტზე, რომელიც მადრიდში ივნისის ბოლოს გაიმართება. ამის შესახებნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ ჟურნალისტებს ბერლინში, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში მიიღეს.

“ნატო ყოველთვის პატივს სცემს ერების უფლებას აირჩიონ საკუთარი გზა. საქართველო არის გაძლიერებული შესაძლებლობების მქონე პარტნიორი, რომელთანაც ნატო-ს ხანგრძლივი თანამშრომლობა აქვს”, – განაცხადა მირჩა ჯოანამ და უპასუხა ქართველი ჟურნალისტის კითხვებს.

„შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა მიწვეული იქნება ნატო-ს სამიტზე“, – დასძინა მან.

Continue Reading

Previous: 15 მაისი შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა
Next: მიხეილ ჩხენკელმა 41-ე საჯარო სკოლაში სპორტული ფესტივალი გახსნა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025