Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღევანდელი მთავრობის სხდომა და პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი ნამდვილად არ ტოვებდა რიგითი ტექნიკური საკითხების განხილვის ფორმატის შთაბეჭდილებას

მარშალ პრესი 11/03/2024
david kartvelishvili

„საინტერესო“ უწოდა „ხალხის ძალის” წევრმა დავით ქართველიშვილმა მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ საკადრო გადაადგილებებს და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ცვლილებებია დიპლომატიური ურთიერთობების მიღმა მყოფ რუსეთ/საქართველოს ფრონტზე. როგორც ქართველიშვილი წერს, გარდა საკადრო ცვლილებებისა, მთავრობის სხდომაც კი, სცილდებოდა რიგითი ტექნიკური საკითხების განხილვის ფორმატს.

„დღევანდელი მთავრობის სხდომა და პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი ნამდვილად არ ტოვებდა რიგითი ტექნიკური საკითხების განხილვის ფორმატის შთაბეჭდილებას. დავიწყებ ახალი მინისტრით და მიხეილ სარჯველაძის ჩემი მოკრძალებული პირადი შეფასებით: წესიერება, პროფესიონალიზმი, პრინციპულობა, თავმდაბლობა – ეს აუცილებელი და მისაბაძი თვისებების ის „ჯენტლმენური” კრებულია, რომლის დეფიციტი წესით ხალხის ინტერესებზე ორიენტირებულ მრავალ ჩინოვნიკს, პირიქით, ამ ხალხისგან მიუღწევად დისტანციაზე ამყოფებდა.

პრემიერი ასევე შეეხო წლების განმავლობაში, ტაბუდადებულ თუ არა, ბოლომდე გადაუმოწმებელ თემას – ხე-ტყის მასიურად უკანონო ჭრებს. იმედია, ამ საკითხებს მთავრობა საფუძვლიანად შეისწავლის, ან ჭორების საბოლოოდ გაფანტვის, ან ფაქტების დადასტურებისა და დამნაშავეთა უსასტიკესად და სამაგალითოდ დასჯის მიზნით.

საინტერესო ცვლილებებია ასევე დიპლომატიური ურთიერთობების მიღმა მყოფ რუსეთ/საქართველოს ფრონტზე: წარმატებები ვუსურვოთ გიორგი ქაჯაიას, რუსეთთან კომუნიკაციის საკითხებში პრემიერის ახალ წარმომადგენელს, ხოლო ზურაბ აბაშიძეს – პრემიერის მრჩევლის პოზიციაზე საქმიანობაში,“ – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: საქართველოს მთავრობა ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
Next: კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა, რომ ოპოზიციად წოდებულნი, გამტარებელი არიან იმ პოლიტიკის, რასაც საქართველოში ლგბტ პროპაგანდა და გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვა ჰქვია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025