Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რევოლუციურ გეგმაში ჩართული იყო სააკაშვილი, რომელიც უნდა ჩამოსულიყო, მელია, რომელმაც პარტიის ოფისის გარშემო დაიწყო ფიზიკური დაპირისპირებისთვის მზადება და გადადგა გახარია, რომ სპეცოპერაცია არ ჩაეტარებინა

მარშალ პრესი 11/03/2024
GIA VOLSKI

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პარტიების გაერთიანების პროცესზე „იმედის კვირასთან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არავითარი განსხვავება „ნაცმოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის არ არსებობს. მან ასევე ილაპარაკა გიორგი გახარიას როლზე ოპოზიციაში.

„რაც არ უნდა ეცადონ, ფაქტია, რომ იყვნენ მოკავშირეები სააკაშვილის მმართველობის პერიოდში და თუ ისინი ხელს ისვრიდნენ გარკვეული სისხლით, ადამიანის ღირსებისა თუ ქონების წართმევით, ესენიც [„ლელოს“ ახლანდელი ლიდერები] ამაში მონაწილეობდნენ და ჩართული იყვნენ.

გადავხედოთ გახარიას, რა ქნა. შარლ მიშელის შეთანხმება შედგა. ოპოზიციას მმართველობაში 5 კომიტეტი უნდა გადასცემოდა. ასევე, სხვადასხვა შეთანხმება, სახელისუფლებო საკვანძო ადგილებზე ადამიანების არჩევას, ერთმანეთთან შეთანხმებას ითვალისწინებდა, კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში. თითქოს, ყველაფერი შეთანხმებული იყო. ხელი არ მოაწერა „ნაცმოძრაობამ“ იმიტომ, რომ რევოლუციური გეგმა არ დათმეს. ამ რევოლუციურ გეგმაში ჩართული იყო სააკაშვილი, რომელიც უნდა ჩამოსულიყო და ჩამოვიდა კიდეც; მელია, რომელმაც სამაჯური მოიხსნა და პარტიის ოფისის გარშემო დაიწყო ფიზიკური დაპირისპირებისთვის მზადება და ამ პერიოდში გამოჩნდა გახარია, რომელიც გადადგა იმისთვის, რომ ეს ოპერაცია არ ჩაეტარებინა და 2-3 დღე მოეცადათ, როგორც თავად თქვა, მიეცათ რაღაც გარკვეული დრო. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ერთ გარკვეულ გეგმასაა დაქვემდებარებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.

Continue Reading

Previous: დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციას არ სჭირდება მოწოდება, ისედაც LGBT პროპაგანდით არიან დაკავებულნი. რაც შეეხება მათ უცხოელ ლობისტებს, დიდი გარისკვა იქნება მათგან, თუკი კვლავ ქართული საზოგადოების ნების წინააღმდეგ წავლენ
Next: პრემიერ-მინისტრმა ძალოვან უწყებებს მიმართა, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უფრო ეფექტიანი ბრძოლისთვის ერთიანი, განახლებული გეგმა შემუშავდეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025